მულტიმოდალური ნარატივი: ტექსტი, გმოსახულება, მუსიკა როგორც ერთიანი მხატვრული სისტემა სხვადასხვაენოვან ლიტერატურულ სივრცეში

  • Nino Pkhakadze ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59, 4600, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-9588-3998
  • Maka Susareishvili ფილოლოგიის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59, 4600, საქართველო, http://orcid.org/0009-0006-7920-6352

Resumen

მულტიმოდალობა ეფუძნება სხვადასხვა რეჟიმის ინტერაქტიულ კომბინაციას. სტატიაში თეორიულ დებულებებზე დაყრდნობით განხილულია მულტიმოდალური მხატვრული ტექსტი სხვადასხვაენოვან მწერალთა ნაწარმოებების მაგალითზე. გაანალიზებულია ზურაბ ქარუმიძის „დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი“, ორჰან ფამუქის „სტამბოლი − მოგონებები და ქალაქი“. ანალიზმა აჩვენა, რომ მულტიმოდალური მხატვრული ტექსტის მახასიათებლები მრავალფეროვანია. მათ შორის მნიშვნელოვანია: ტექსტურ-ვიზუალური სინერგია, ხმოვანი  ლანდშაფტი.

ორჰან ფამუქის რომანი არის ნათელი მაგალითი  შერეული ტექსტისა, რომელშიც ინტენსიურად გამოიყენება ვიზუალური საშუალებები. ტექსტურ კონტექსტში  გამოყენებული  ფოტოგამოსახულებები  ხელს უწყობს სიუჟეტის შევსებას, ემოციური ღრმა შრეების წარმოქმნას. ავტორი ქმნის  მრავალგანზომილებიან პორტრეტს ქალაქისა და საკუთარი თავისა. ფოტოების გამოყენება, პოეტური აღწერები და მუსიკალური ატმოსფერო ქმნის სტამბოლის რეალისტურ, მაგრამ ამავდროულად, იდეურ პორტრეტს, სადაც მეხსიერება, დრო და იდენტობა გადაჯაჭვულია.

ზურაბ ქარუმიძის ნაწარმოები მრავალპლანიანია და მულტიმოდალური ელემენტების სიმრავლით ხასიათდება. მუსიკას აქვს ძირითადი მხატვრული ფუნქცია: იგი რეალურ და ირეალური სამყაროებს აერთიანებს.

ვიზუალურ ეფექტს ქმნის მხატვრობის სიტყვიერი მატერიალიზაცია, მისი ფუნქციური დატვირთვა, შერჩეული მხატვრობის ნიმუშებისა და მხატვრების იდეური თავსებადობა.

მულტიმოდალური სტრატეგია გვევლინება მხატვრული ენის დომინანტურ პრინციპად.  მულტიმოდალური ელემენტები აძლიერებს თხრობის ემოციურ რეზონანსსა და სიტუაციურ კონტექსტს.

 

საკვანძო სიტყვები: მულტიმოდალობა, ტექსტუალური,  ვიზუალური,  მუსიკალური ელემენტები.

Publicado
2025-06-30
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურა, კულტურული პარადიგმები, ფოლკლორის განყოფილება.