წარსულის თანამედროვე გააზრება (იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებისა“ და ვლადიმერ ალფენიძის „ცისკრის ვარსკვლავის“ მიხედვით)
Resumen
სტატიაში განვიხილავთ უახლეს ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებს, ვლადიმერ ალფენიძის რომან-თქმულებას „ცისკრის ვარსკვლავს“, რომელიც ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამების“ ინტერპრეტაცია და ახლებური მხატვრული გააზრებაა. ვლადიმერ ალფენიძე აღწერს იაკობ ცურტაველისა და ფარნაოზ მეფის მოღვაწეობას, ღვაწლსა და დამსახურებას. ქართული ანბანისა და პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლის შექმნას ერთ ჭრილში განიხილავს და განსაზღვრავს დამწერლობის როლს როგორც ეროვნული იდენტობის უმთავრეს საყრდენს.
შემოქმედება დინამიკური პროცესია და იგი წარსულის მუდმივად განახლების შესაძლებლობას იძლევა. სტატია ხაზს უსვამს ჰაგიოგრაფიის გავლენას თანამედროვე ლიტერატურაზე, შემოქმედებითი პროცესის უწყვეტობას, თუ როგორ კითხულობს ყოველი თაობა კლასიკურ ტექსტს. გამოკვეთს იდეურ ასპექტებს, მხატვრულ სახეებს, რომელთა მეშვეობითაც მეოცე საუკუნის ავტორი უძველეს ტექსტს ახალ ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში გადაიტანს, ეროვნულსა და რელიგიურს ერთ მთლიანობად აქცევს.
ვლადიმერ ალფენიძე წარმოაჩენს ქართული დამწერლობისა და ლიტერატურის მნიშვნელობას. შემოქმედებით ფანტაზიას, ისტორიულ რეალობას, ჰაგიოგრაფიულ ძეგლსა და თქმულება-ლეგენდას საინტერესოდ აზავებს, რაც განაპირობებს მხატვრული ძეგლის ინტერტექსტუალურ ბუნებას. მწერალი ქრისტიანულ და მითოსურ საწყისებს ჰარმონიულად აერთიანებს. იაკობ ხუცესს არა მხოლოდ სიტყვის ოსტატად აღგვიწერს, არამედ საინტერესო ისტორიულ პირად გვაცნობს და წარმოგვიდგენს მრავალმხრივ მხატვრულ სახედ, რომელიც დატვირთულია მძაფრი ეროვნული შეგნებით. „ცისკრის ვარსკვლავი“ კულტურული დიალოგია ეპოქებს შორის. წარსული ნარატივი თანამედროვე გააზრებით ახალ სიცოცხლეს იძენს, რაც ხაზს უსვამს ლიტერატურის მუდმივად განახლებად ბუნებას.
საკვანძო სიტყვები: ჰაგიოგრაფია, რომან-თქმულება, ინტერტექსტუალობა, რეცეფცია, ეროვნული იდენტობა.





