უტოპიის, დისტოპიის და რობინზონადას ჟანრთა სინთეზი ბრიტანულ ლიტერატურაში
Resumen
რობინზონადა, როგორც ლიტერატურული ჟანრი, დანიელ დეფოს რომანის „რობინზონ კრუზოს“ (1719) გამოქვეყნებასთან ერთად იღებს სათავეს. ჟანრის მთავარი არსი ინდივიდთა გადარჩენაზე, გარემოსთან ადაპტაციასა და ახალი სამყაროს შექმნაზე არის ფოკუსირებული. უტოპია იდეალურ და სრულყოფილ საზოგადოებას გვიჩვენებს, სადაც პირველ რიგში ჰარმონია და სტაბილურობაა წარმოდგენილი. ხოლო დისტოპია მეცნიერული და ტექნოლოგიური პროგრესის დამანგრეველ შედეგებზე კონცენტრირდება. გარდა ამისა, ყურადღებას მომავლის სამყაროს აღწერაზე ამახვილებს.
წინამდებარე ნაშრომში განხილული საკითხები მიზნად ისახავს რობინზონადის ჟანრის განვითარების ეტაპების მიმოხილვას. რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა ავტორის ხედვაზე. მაგალითად, უილიამ გოლდინგის რომანი „ბუზთა ბატონი“ რობინზონადის დისტოპიური ინტერპრეტაციაა. რადგან მწერალი ცივილიზაციის და წესებს მიღმა დარჩენილი საზოგადოების ძალადობრივ ქმედებებს აღწერს. ოლდოს ჰაქსლის რომანი კი მომავლის დისტოპიურ საზოგადოებას გვიჩვენებს, სადაც თავისუფლება და ინდივიდუალიზმი სახელმწიფოს მიერ არის შეზღუდული.
ნაშრომში განხილული თემები მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული ჟანრი საუკუნეების მანძილზე განიცდიდა მოდიფიკაციას. მაგალითად, კლასიკური რობინზონადა ბუნებასთან ჰარმონიული კავშირის აუცილებლობაზე საუბრობდა. ხოლო გადარჩენის ერთადერთ გზად ცივილიზაციას მიიჩნევდა. თანამედროვე დისტოპიაში კი ბუნება საფრთხის შემცველ სივრცედ განიხილებოდა. ხოლო ცივილიზაცია, ტექნოლოგიური და მეცნიეურული პროგრესი კი საზოგადოების დეგრადაციის ძირითად წყაროდ იყო მიჩნეული.
ამრიგად, რობინზონადის, უტოპიის და დისტოპიის ჟანრთა შედარების საშუალებით შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი: დროის ცვალებადობამ, როგორც ლიტერატურული ჟანრების ტრანსფორმაციას, ასევე საზოგადოების გარდაქმნას შეუწყო ხელი. თავდაპირველად, მარტოდ დარჩენილმა ადამიანებმა, ბუნებასთან ჰარმონიულად თანაცხოვრება სცადეს. შემდეგ წესების უარყოფა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება აირჩიეს. საბოლოოდ კი სრულიად ახალი ბუნებისგან შორს მდგომი, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ცივილიზაცია შექმნეს.
საკვანძო სიტყვები: უტოპია; დისტოპია; რობინზონადა; მომავლის სამყარო; კუნძული; საზოგადოება.





