სოლომონ ბრძენის ხაზი ლიახვის ხეობის ფოლკლორში

  • Aleksandre Mgebrishvili ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., No53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-4275-2417

Resumen

შესაძლებელია დავუშვათ, რომ ეს ცალკე მიმართულებაა ზოგადად ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და სოლომონ ბრძენის სახე ყოველთვის გამორჩეული ინტერესის საგანი გახლდათ ქართული ხალხური ზღაპრების შესწავლის პროცესში. ცხადია, გამონაკლისს არც ლიახვის ხეობის ფოლკლორი წარმოადგენს.

ქართულ ხალხურ ზღაპრებში სოლომონ ბრძენი ხშირად გვხვდება როგორც მთავარი, ისე მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, მაგრამ მისი როლი თითქმის ყოველთვის იდენტურია. მასთან მიდიან რჩევის საკითხავად, ან რაიმეს სათხოვნელად. რჩევის მიღებას მისგან მოელიან იმიტომაც, რომ იგი მიჩნეულია სიბრძნის გამცემის სიმბოლოდ. გასათვალისწინებელია, რომ სოლომონი ხშირად ამას აკეთებს არა უანგაროდ, არამედ რაიმე საფასურის სანაცვლოდ.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ტექსტები ალექსანდრე მაჩაბლის მიერ ჩაწერილია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. მკვლევართა მოსაზრებით, ვინაიდან ამგვარ ტექსტთა დიდი ნაწილის ჩაწერა დაიწყო XIX საუკუნეში, მრავალ მათგანში ასახული ცხოვრების სურათები წააგავს იმავე პერიოდის ქალაქისა და სოფლის ყოფას. იმ პერიოდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებულ ყოფით პრობლემებს, თუმცა, ბუნებრივია, ბევრი მათგანი ინარჩუნებდა არქაული მსოფლმხედველობის ნაშთებს, რომლებშიც ოსტატურად ერწყმის ახალი დროის სოციალური იდეოლოგია.

 

საკვანძო სიტყვები: ლიახვის ხეობა, ფოლკლორი, სოლომონ ბრძენის სახე, ალექსანდრე მაჩაბელი, ქართული ზღაპარი, „აკაკის თვიური კრებული“.

Publicado
2025-06-29
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურა, კულტურული პარადიგმები, ფოლკლორის განყოფილება.