სალიტერატურო ენის დილემა ნორვეგიაში: ისტორიული მიმოხილვა და სამომავლო პერსპექტივები

  • Giorgi Beridze სკანდინავისტიკის მაგისტრი ნორვეგიული ენის მოწვეული მასწავლებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 0179, საქართველო. http://orcid.org/0000-0003-0282-5009

Resumen

სტატიაში განხილულია ნორვეგიული სალიტერატურო ენის ფორმირების პროცესი, ბუქმოლისა და ნინორსქის წარმოშობა, განვითარება და თანაარსებობა. სტატიაში გაანალიზებულია ნორვეგიული ენის ისტორიული განვითარება დანიის ბატონობის პერიოდიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. აღწერილია ნორვეგიული ენის ორი სტანდარტული ფორმის წარმოშობის ისტორია, მათი განვითარების სხვადასხვა ეტაპები და ნორვეგიის სახელმწიფოს მიერ გატარებული ენობრივი პოლიტიკა ბოლო 150 წლის განმავლობაში. სტატიაში ასევე განხილულია სოციოლინგვისტური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ და ახდენენ ნორვეგიული ენის განვითარებაზე. სტატიის მიზანია ახსნას და თვალსაჩინო გახადოს, თუ როგორ და რატომ მოხდა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს აქტიური მცდელობისა სალიტერატურო ენა კვლავაც პრობლემატურ საკითხად რჩება ნორვეგიისთვის. სახელმწიფო პოლიტიკამ გარკვეული წარმატებების მიუხედავად პრობლემის მხოლოდ დასტაბილურება შეძლო. წლების განმავლობაში კი იმდენად დაზიანდა, რომ იძულებული გახდა  უარი ეთქვა პატრიოტულ მიზნებსა და აქტიური ჩარევის პოლიტიკაზე.

 

საკვანძო სიტყვები: ნორვეგიული, ენა, ენობრივი პოლიტიკა, სოციოლინგვისტიკა, ენის სტანდარტიზაცია, სკანდინავისტიკა.

Publicado
2025-06-23
Sección
სამეცნიერო სტატიები - ენათმეცნიერების სექცია