შვილმკვდარი დედა ფოლკლორულ და მხატვრულ ტექსტებში („ლექსი ვეფხვისა და მოყმისა“, „ზარზმის ზმანება“)

  • Ketevan Barbakadze პედაგოგიკის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., N53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-8706-2102

Resumen

შვილმკვდარი დედის სახე ქართულ ლიტერატურაში საკმაოდ ხშირად გვხვდება, თუმცა, მშობელი, რომელსაც ძალუძს სამძიმარი გამოუცხადოს სხვა დედას, ან საკუთარი შვილივით დაიტიროს სხვისი შვილი, საკმაოდ იშვიათია. ამ კუთხით საკვლევად შევარჩიეთ ორი ნაწარმოების: ხალხური ბალადის - ,,ლექსი ვეფხვისა და მოყმისა’’ და გრიგოლ აბაშიძის პოემის ,,ზარზის ზმანების’’ ტექსტების იდეულ-თემატური ასპექტები.

ნაშრომში განხილულია ბალადის მეორე ნაწილი, რომელშიც შვილმკვდარი დედის ის განცდებია მოცემული, რამაც მხატვრულ ტექსტში, გრ. აბაშიძის პოემაში ,,ზარზმის ზმანება’’, სხვაგვარი გადაწყვეტა ჰპოვა: ერთი დედის მიერ მეორე უცნობი მგლოვიარე დედაში წარმოსახვით განთავსება და უცნობი ჯარისკაცის დატირება.

პოემის სიუჟეტის ასეთი გადაწყვეტა მეტ-ნაკლებად უკავშირდება მეორე მსოფლიო ომის დასასრულს შინ დაბრუნებულთა  თემასაც. აღნიშნულ საკითხზე მკვლევართა ნააზრევი საკმაოდ მწირია, ამიტომ ვცადეთ საბჭოური ლიტერატურათმცოდნეთა საკმაოდ ,,ოდიოზურ’’ შეფასების საპირისპიროდ სიღრმისეულად შეგვესწავლა რა აკავშირებს ხალხური ბალადიდან ამოღებულ ნაწყვეტს გრ. აბაშიძის პოემასთან ,,ზარზმის ზმანება’’ მასში ავტორის მიერ გამოყენებული მხატვრული ხერხების ფიქსირებით.

 

საკვანძო სიტყვები: მოყმე, ვეფხვი, შვილმკვდარი დედა, ზმანება, გლოვა, გოლეთიანი.

Publicado
2024-12-21
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურა, კულტურული პარადიგმები, ფოლკლორის განყოფილება.