რენესანსის რეცეფციის სინთეზური ანალიზი ქართულ ლიტერატურაში ელ. ხინთიბიძის, ნ. ნათაძისა და სოსო სიგუას კვლევების მიხედვით

  • Marine Tsertsvadze ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., No53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-8142-3771
  • Mariam Tsikaridze დოქტორანტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი III, 11ბ, http://orcid.org/0009-0004-1724-1449

Resumen

ნაშრომში გრძელდება რენესანსის რეცეფციის გაააზრება, რომელიც  ქართული ლიტერატურის კვლევის ისტორიაში, გარკვეულწილად, განსხვავებულია. მოცემულ ნაშრომში განვიხილავთ ელგუჯა ხინთიბიძის, სოსო სიგუას, ნოდარ ნათაძისა და რევაზ სირაძის კვლევებს, გავაანალიზებთ, წარმოვადგენთ მსგავსება-განსხვავებებს მოცემულ ნაშრომებში გამოთქმულ აზრებს შორის. რენესანსისა და ,,ვეფხისტყაოსნის” კვლევა ერთგვარი საჯილდაო ქვა გახდა მკვლევართათვის, აზრთა სხვადასხვაობაც სავსებით გასაგებია, რადგან პოემა შეიქმნა ეპოქაში, რომელშიც, საქართველოს, როგორც დასავლურ, ისე აღმოსავლურ კულტურასთან დიდი სიახლოვე ჰქონდა.  შევეცდებით ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნაშრომში შევაჯეროთ მკვლევართა მიერ გამოთქმული მოსაზრებები.

 

საკვანძო სიტყვები: რენესანსი, სინთეზური ანალიზი, რეცეფცია, ქართული ლიტერატურა.

Publicado
2024-12-21
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურა, კულტურული პარადიგმები, ფოლკლორის განყოფილება.