მასალები ოსური კულტურული ცხოვრების ისტორიიდან (დრამატურგიისა და სასცენო ხელოვნების პირველი ნაბიჯები)

  • Aleksandre Mgebrishvili ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., No53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-4275-2417

Resumen

ცხინვალსა და მის შემოგარენში თეატრალური ცხოვრება ერთგვარი პროგრესიის გზით ვითარდება საქარ­თვე­ლოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერი­ოდში. ეს ხაზი თავის, ერთგვარ კალაპოტსსაც პოუ­­ლობს, თუმცა ვითარება სხვაგვარი ხდება ქვე­ყა­ნა­ში საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იძუ­ლე­ბით დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ. ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად ეს სუ­რა­თი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: ამ პე­რი­ო­დის ცხინ­ვალ­ში რა­მდე­ნი­მე დრა­მა­ტუ­ლი წრე მუ­შა­ობს. ცხინ­ვალს აღა­რ აქვს თე­ატ­რის შე­ნო­ბა, ერ­თი წრე 1926 წელს ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბია გრ. მე­ბურ­ნუ­თოვს - „სამ­ხრეთ ოსე­თის კულ­ტპო­ლიტ­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­ნ­ყო­ფი­ლე­ბას­თან არ­სე­ბუ­ლი დრა­მა­ტუ­ლი წრე“. წრე­ში შე­დი­ო­და იმ­დრო­ინ­დე­ლი ცხინ­ვა­ლის სცე­ნის­მოყ­ვა­რე ახალ­გაზ­რდო­ბა. დას­მა 1929 წლამ­დე იარ­სე­ბა. გ. მე­ბურ­ნუ­თო­ვი ამ დას­თან ძი­რი­თა­დად იმ დროისთვის თა­ნა­მედ­რო­ვე ში­ნა­არ­სის პი­ე­სებს დგამ­და. მის დად­გმებ­ში, რო­გორც ვ. კას­რა­ძე წერს: „იგ­რძნო­ბო­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რე­ჟი­სო­რის ხე­ლი და მა­ღა­ლი იდე­უ­რო­ბა“. ამ წრეს სხვა­დას­ხვა დროს წარ­მო­უდ­გე­ნია: ტ. რა­მიშ­ვი­ლის „გა­ჭირ­ვე­ბის ტალ­კვე­სი“, პ. ირე­თე­ლის „ქრის­ტი­ნე“, ნ. ში­უ­კაშ­ვი­ლის „სუ­ლე­ლი“, ს. წე­რეთ­ლის „მა­ლა­ია...“ და სხვ.

პირ­ვე­ლი მუ­შა­თა დრა­მა­ტუ­ლი და­სი გ. დე­ვი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ცხინ­ვალ­ში და­არ­სდა 1928 წე­ლს და სულ ხუ­თი­ო­დე წე­ლი იარ­სე­ბა, მაგ­რამ, რაც მთა­ვა­რია, 1929 წლის მი­წუ­რულს ცხინ­ვალ­ში დას­რულ­და ახა­ლი თე­ატ­რის მშე­ნებ­ლო­ბა, ხო­ლო მომ­დევ­ნო წელს პირ­ვე­ლად გა­იხ­სნა ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის სე­ზო­ნი.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 30-ია­ნი წლე­ბი­დან იწ­ყე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ეტა­პი ცხინ­ვა­ლის თე­ატ­რა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. აქვე, მკითხველს უნდა შე­ვახ­სენოთ ოსუ­რი თე­ატ­რის მი­ერ გან­ვლი­ლი გზის შესახებაც, რად­გა­ნაც ამ პე­რი­ო­დი­დან მი­სი გან­ვი­თა­რე­ბაც ძი­რი­თა­დად ცხინ­ვალ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

„ოსუ­რი ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რუ­სუ­ლი და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის პროგ­რე­სუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბის ნიშ­ნით. XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გაღ­რმავ­და ოსი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ინ­ტე­რე­სი ეროვ­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის, ხე­ლოვ­ნე­ბის და, კერ­ძოდ, თე­ატ­რის მი­მართ.

XIX ს-ის 90-იან წლებ­ში კოს­ტა ხე­თა­გუ­რო­ვი წერ­და დრა­მა­ტულ ფან­ტა­ზი­ას–„დუ­ნი­ას“, სა­დაც რუ­სუ­ლი რე­ა­ლის­ტუ­რი დრა­მა­ტურ­გი­ის სა­უ­კე­თე­სო ტრა­დი­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, წყდე­ბო­და ქა­ლის ემან­სი­პა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი.

 

საკვანძო სიტყვები: ოსური დრამატურგია, თეატრალური ხელოვნება, კულტურა, კოსტა ხეთაგუროვი, ცხინვალის რეგიონი, საბჭოთა ხელისუფლება საქართველოში.

Publicado
2024-12-21
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურა, კულტურული პარადიგმები, ფოლკლორის განყოფილება.