სცენისმოყვარეთა ამხანაგობის დაარსება და სასცენო ხელოვნების რეგიონებში გავრცელების ტენდენცია (XX ს-ის მე-2 ნახევარში)

  • Aleksandre Mgebrishvili ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., No53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-4275-2417

Resumen

არჩილ ჯორჯაძის მიხედვით, 1832 წლის შე­თქმუ­ლე­ბის გამჟღავნების  შემდეგ, ქართ­ვე­ლი ინ­ტე­­ლი­გენ­ციის ერ­­ო­­ვ­ნუ­ლი სასიცოცხლო მუ­ხტი ერთ­გვარად მინავლდა. თითქმის შეწყდა ყო­ველი კა­ვშირი ძველ საქართველოს ისტორი­ასთან, იმის კუ­ლტურასთან, ტრადიციებთან.

თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ დრო­ინდელი სა­ზოგადოების ეროვნული ნაწილის სა­მოღვაწეო ას­პა­რეზი მეტის მეტად შეზღუდული გახლდათ, მა­ინც თანდათანობით მოხერხდა ლი­­ტერატურული და კუ­ლტურული მოღვაწეობის ხა­ზის გაძლიერება, რომე­ლიც მიმართული იყო ცარიზმის რუსიფიკა­ტორული პოლიტიკის წინაა­ღმდეგ. ამ საქმეში გან­საკუთრე­ბუ­ლი როლი შე­ას­რულეს თერგდალეულე­ბმა. ,,ივერი­ის“ ფურც­ლებიდან ხშირად შეახსე­ნებ­დნენ ხალხს, რომ საქართველოს რუსეთთან შეერ­თე­ბის შემდეგ მართალია ქვეყანა დამშვიდდა, და­წყნარდა აკ­ლე­ბისა და აოხრებისაგან, დაცხრა ომ­ი­სა და ბრძოლი­საგან, მაგრამ ამ დამშვიდებას არ მო­ჰყოლია ის სი­კეთე, რაც მოსალოდნელი იყო.

კულტურული ცხოვრების სხვადასხვა წახ­ნა­გთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო სას­ცენო ხელოვნების გააქტიურება. უკვე XIX საუ­კუნის მე­ორე ნახევარში მკვეთრად საგრ­ძნობი გახ­და მუ­დმივი თეატრალური დასის შე­ქ­მნის საკითხი. სა­ზო­გა­დოებრივი ცხოვრების დღ­ის წესრიგი მკვე­თრად გა­ნ­საზღვრავდა ამ მი­მა­რ­თულებით კონკრე­ტული ნა­ბი­ჯების გადა­დგმის აუცილებლობას. ამ გზაზე ერთ-ერთ ნა­ბიჯს წარმოადგენდა ,,სცენის მო­ყვარეთა ამ­ხა­ნაგობის“ დაარსება.

 

საკვანძო სიტყვები: ,,სცენის მო­ყვარეთა ამ­ხა­ნაგობა“, თეატრი, ეროვნული ღირებულებები, სასცენო ხელოვნება რეგიონებში.

Publicado
2024-07-15
Sección
სამეცნიერო სტატიები – კულტურის პარადიგმები