პოეტი და საზოგადოება ლიტერატურულ ტექსტში
Resumen
XIX საუკუნის დასაწყისიდან ქართულ ცნობიერებაში უცხოურ ენაზე დაწერილი, თუ თარგმნილი წიგნებით, მოგვიანებით პრესის მეშვეობით, იჭრება ინფორმაცია ევროპელი მწერლებისა და მათი აღიარებული შემოქმედების შესახებ. ამისი შესანიშნავი მაგალითია ქართული თეატრის, ჟურნალი „ცისკრის“ დამაარსებლის, პოეტის, დრამატურგის, შესანიშნავი ქართველი მოღვაწის გიორგი ერისთავის (1811-1864) მიერ თავის ადრეულ პიესებში („შეშლილი“, „დავა“) გამოჩენილ ევროპელ პოეტთა სახელების მოხსენიება (ტორკვატო ტასო, დანტე, შექსპირი, ოვიდიუსი, კამოენსი...). გ. ერისთავი შემოქმედებითად განავრცობს ცნობილი პორტუგალიელი მწერლის, „ლუზიადების“ ავტორის, ლუის დე კამოენსის (1524-1580) ერთი ქების (მეშვიდე) ეპიზოდში პოეტის მიზანსა და დანიშნულებას, მის ბედზე მსჯელობით, რემინესცენციით კომედიებში („შეშლილი“, „დავა“) მთავარი პერსონაჟის ახალგაზრდა პოეტ ბეგლარის მონოლოგებში, რაც წარმოგვიდგება კიდეც პირველ ცდად პოეტის, როგორც ლირიკული გმირის, შემოყვანისა დრამატურგიაში.





