,,თავფარავნელი ჭაბუკის’’ ერთი პროზაული ვერსიის შესახებ
Resumen
ხალხური ბალადის ,,თავფარავნელი ჭაბუკის’’ 16-იოდე ვარიანტია ჩვენამდე მოღწეული. თუმცა, პროზად გადმოცემულ სიუჟეტს წავაწყდით XIX საუკუნის თვალსაჩინო მოღვაწის, ილია ალხაზიშვილის (1853-1921) ჯავახეთში მოგზაურობების (პერიოდულად ქვეყნდებოდა ,,ივერიასა’’, ,,დროებასა’’ და სხვ. ქართულ პრესაში) ჩანაწერების (,,ბუნება და ცხოვრება’’) მესამე ნაწილში (,,ერთი კუთხე ჯავახეთისა’’). ილია ალხაზიშვილის ჩანაწერებში გზა და გზა მახვილდება ყურადღება სოფლებსა, ნასოფლარებსა და ჯავახეთში გავრცელებულ ფოლკლორსა და ეთნოგრაფიაზე, მისი ნაშრომი არაა მეცნიერულად საინტერესო ფოლკლორისტიკის თვალსაზრისით, რამდენადაც ხშირად არაა დაცული არც ჩაწერის ადგილი, დრო, ჩამწერის ვინაობა, ასაკი. ,,თავფარავნელი ჭაბუკის’’ პროზაული სიუჟეტიც ამ წესს არ მისდევს. ჰყვება ალხაზიშვილის თანამგზავრის ი. როსტომაშვილთან აღწერილი სოფელი კოთელის მცხოვრები ტაბაწყურის ტბასთან მდებარე ნასოფლარის ხუმრისის სახელწოდებასთან დაკავშირებული გადმოცემაზე. მოყვანილ გადმოცემაში არ ფიგურირებს კუდიანი დედაბერი, გადმოცემულია მხოლოდ ორი შეყვარებულის ისტორია, რომელიც გოგოს ხუმრობამ შეიწირა, იგივე ამბავი გაუგონია ი. ალხაზიშვილს ,,ფარვანას ტბაზე’’, როცა ვაჟი გოგოს მუხანათობით დაიღუპა.
აღნიშნული პროზაული გადმოცემა, შესაძლოა თვით ავტორ-მთქმელის მიერ სოფელ ხუმრისის დაარსების ასახსნელადაა შექმნილი და წარმოადგენს ხალხური ბალადის ერთგვარ ტრანსფორმაციას.
საკვანძო სიტყვები: ილია ალხაზიშვილი, ხუმრისი, ფარვანა, ,,თავფარავნელი ჭაბუკი’’.





