გიორგი სოსიაშვილის „მღვდლის ცოლის“ პრობლემატიკა

  • Vakhtang Inauri ფილოლოგიის დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. #113,0800 საქართველო, http://orcid.org/0000-0001-8069-1400

Resumen

გიორგი სოსიაშვილის მოთხრობაში „მღვდლის ცოლი“ ასახულია თნამედროვე სასულიერო პირის ცხოვრება, მისი პირადული, ოჯახური და ღვთისმსახურების პრობლემები. მამა ანთიმოზი მნიშვნელოვანი და გამორჩეული მხატვრული სახეა როგორც ძველი აგიოგრაფიული და XIX საუკუნის პროზაში, ისე   XX და XXI საუკუნის მწერლობაში.                                                                                                                      

მამაოს მოქმედებისა და საქმიანობის მხატვრული დრო აწმყოა, ჩვენი ეპოქით        განისაზღვრება, ხოლო სივრცე ეკლესია და ოჯახი. ეს ორი მთავარი პრობლემა დგას მის წინაშე. ძნელია დაარღვიოს საეკლესიო წესი და მღვდლის მოვალეობები. ის სულით ხორცამდე მართლმადიდებელი წმინდა მორწმუნე მოძღვარია, მაგრამ არც ცოლის ულამაზესი თეოს სულით ხორცამდე სიყვარულის შებოჭვაა იოლი. ამ დაძაბულ ფსიქოლოგიურ და რთულ სულიერ მდგომარეობას ძნელად, მაგრამ მაინც უმკლავდება მამა ანთიმოზი.                                                                                                                                                          

ავტორს სიუჟეტში შემოჰყავს თეზია, მამაოს მიერ შეფარებული შეუცნობელი სულის პერსონაჟი, რომელიც უკიჟინებს მამოს მკაცრ ეკლესიურობას და თეოს უყურადღებობაშიც სდებს ბრალს. რაც აეჭვიანებს ანთიმოზს და მის ისედაც დრამატულ მდგომარეობას უფრო ამძაფრებს. ის იღებს რაციონალურ გადაწყევეტილებას, ირჩევს ოქროს შუალედს ცოლსა და ეკლესიას შორის. გადაწყვეტს, დროზე დაამთვროს წირვა და ცოლს სათანადო ყურადღება დაუთმოს. ამ პერსპექტივით ბრუნდება მამაო სახლში, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ზომიერებას დაიცავს ღვთისმსახურებისას და სათანადო ყურადღებით მიხედავს ოჯახს. ცოლის დაძინებამდე დაბრუნდება სახლში და ოჯახური ურთიერთობა, ტრადიციულ ნორმებში ჩადგება და ამქვეყნიური ბედნიერებაც დაისადგურებს მათ ჭერქვეშ.

 

საკვანძო სიტყვები: ანთიმოზი, ეკლესია, თეზია, თეო.

Publicado
2024-07-10
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია