ექსტაზის კონცეპტი გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგში”

  • Maia Jaliashvili ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქ.# 5, 0108, საქართველო, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. #10, 0160, საქართველო, http://orcid.org/0000-0001-6220-3696

Resumen

მოდერნისტული რომანების მრავალფეროვან მხატვრულ სივრცეში ყურადღება იქცევს  ექსტაზის კონცეპტი, რომლის ანალიზი წარმოაჩენს სამყაროს ახლებური ხედვისა და გარდასახვის  განსხვავებულ მოდელებსა და პარადიგმებს. ექსტაზის ფენომენი სხვადასხვა ვარიაციით გვხვდება ჯეიმს ჯოისის, უილიამ ფოლკნერის, მარსელ პრუსტის, ვირჯინია ვულფის, თომას სტერნზ ელიოტის და სხვა მოდერნისტ შემოქმედთა ნაწარმოებებში. ექსტაზი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი: მისტიკური, რელიგიური, ფილოსოფიური, შემოქმედებითი და სხვ. იგი შეიძლება გამოიწვიოს  მეხსიერებაში ჩაღრმავებამ, ბუნებასთან ურთიერთობამ, ბედნიერებისა თუ უბედურების განცდამ, სიყვარულმა თუ სიძულვილმა. ექსტაზის ფენომენის ეს მრავალფეროვანი სპექტრი, თავისი სიმბოლურ-ალეგორიული და მეტაფორული მნიშვნელობებით, მხატვრულ ტექსტში წარმოჩნდება, როგორც მისტერია. ეს კონცეპტი გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგის~ მხატვრული სივრცის მნიშვნელოვან კომპონენტად გვევლინება.

 

საკვანძო სიტყვები:  გრიგოლ რობაქიძე, ექსტაზის კონცეპტი, მოდერნიზმი, ქართული ლიტერატურა

Publicado
2024-07-10
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია