ნიკონიმები თანამედროვე ქართული ენის ონომასტიკაში და მისი ფუნქციურ-თემატური თავისებურებანი
Resumen
ყველა ეპოქის სახელებს აქვს სოციოლოგიური და იდეოლოგიური დატვირთვა, რომელიც პასუხობს ამ ეპოქის სპეციფიკურ კულტურას. ანთროპონიმები, როგორც ლექსიკის ნაწილები, ცოცხლად რეაგირებენ საზოგადოებრივ ცვლილებებზე, უკიდურესად ექცევიან მოდის ზემოქმედების ქვეშ. რადგან სახელი – ეს არის სულიერი კულტურის საგანი.
ენათმეცნიერებაში გამოიყოფა რიგი ტენდენციებისა თანამედროვე ანთროპონიმური სისტემის განვითარების სფეროში. მათ შორისაა ახალი სახელური წარმოება, რომელმაც მეცნიერებაში ნიკონიმის სახელწოდება მიიღო.
ქართული ლინგვისტური მეცნიერების ინტერნეტკომუნიკაციის სფეროში არ არის ტერმინი, რომლითაც აღნიშნავდნენ მომხმარებლის სახელს ვირტუალურ სივრცეში. ხშირად შევხდებით ნიკ ნეიმის ტერმინის გამოყენებას ან მის შემოკლებით ვარიანტს ნიკ (ნიკ მეტსახელი, ნეიმ–სახელი). უნდა აღვნიშნოთ, რომ ტერმინი ნიკ ნეიმის გამოყენება არც თუ ისე კორექტულია, რადგან ეტიმოლოგიური „თიკუნი“ ანუ მეტსახელი მიეკუთვნება ადამიანის სოციალური ცხოვრების სფეროს რეალობაში და ეძლევა მას იგი სხვა ადამიანების მიერ მაშინ, როდესაც დასახელებების ვირტუალურ სივრცეში მომხმარებელი თვითონ ირქმევს.
ლინგვისტიკურ ლიტერატურაში გვხვდება ტერმინი პერსონიმი, თუმცა ის სხვა რეალიების აღსანიშნავად გამოიყენება და არ გამოხატავს ვირტუალური მომხმარებლის სახელის მთავარ ნიშნ-თვისებას. ამიტომ ყველაზე კარგი აღნიშვნა ამ აღსაწერი მოვლენისათვის ჩვენ წარმოგვიდგება ტერმინი ნიკონიმი, რომელიც წარმოქნილია ორი ძირისგან: „ნიკ“ ინგლისურიდან და ბერძნულიდან „ონიმა“ - სახელი.
ამა თუ იმ ნიკონიმის ფუნქციის რელევანტურობა წინასწარ განისაზღვრება კომუნიკაციის არეალით, მისი ჟანრული თავისებურებებით (ფორუმი, ჩატი, ბლოგი ან ქსელური დღიური, ელ. ფოსტა, სტუმრების ჩანაწერები...).
ენობრივი მასალის ანალიზმა საშუალება მოგვცა გამოგვეყო ნიკონიმების შემდეგი ტიპები:
- ნომინატიური ფუნქციის ნიკონიმები, აგებული ტიპით „სახელი + გვარი“ (tamta_amaglobeli (instagram), nuki.koshkelishvili_official (instagram), tina_kakabadze (ტვიტერი), ninabendeliani 90@gmail.gom; teona.mikeladze@gmail.com...);
ნიკონიმები, აგებული `სახელის საწყისი ასო+გვარი" (მაგ.: t_kakaladze, g.avaliani, T-KHundadze…);
მხოლოდ სახელით წარმოდგენილი ნიკონიმი (მარტივი ან ფუძეგაორკეცებული): ლათინური ტრანსლიტერაციით (მაგ.: maia-81@gmail.com, ikaika@gmail.com...);
მხოლოდ გვარით წარმოდგენილი ნიკონიმი (CHkhaidze (ჩხაიძე), noghaideli (ნოღაიდელი)...
მოცემულ შემთხვევაში ნიკონიმები სრულად ან ნაწილობრივ დუბლირებენ ანთროპონიმებს, რომლებიც აქვთ ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში.
- გამოიყოფა ასევე ისეთი ნიკონიმები, რომლებიც ასრულებენ მაიდენტიფიცირებელ ფუნქციას. კერძოდ, ნიკონიმები, რომლებიც მიუთითებენ ადამიანის ხასიათის თვისებებსა და თავისებურებებს: ა. მელიორაციული თვისებები: შემადგენლობაში შედის საკუთარი სახელი (მაგ.: niko_kind (ნიკო კეთილი), nini-simpo (ნინი სიმპო), anka-mze (ანკა მზე)...; ბ. პეიორატიული (დაცინვითი, აგდებითი) ნომინაციები: შემადგენლობაში შედის: საკუთარი სახელი (vaja_kursha (ვაჟა ყურშა), gocha_kochli (გოჩა კოჭლი)…; ინგლისურენოვანი ნომინაციები (მაგ.: bad_girls - ცუდი გოგოები) Killer_kenni (კენიის მკვლელი)…;
- ადამიანის პროფესიისა და თანამდებობის გამომხატველი. მოცემულ ქვეჯგუფში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი შემთხვევები: ა) ქართულენოვანი ნიკონიმი, დაწერილი ლათინური შრიფტით (მაგ.: advocati (ადვოკატი), msakhiobi (მსახიობი), cisa fers (ცისა ფერს), gemtsamyvani (გემწამყვანი), phoeti (პოეტი), psiqologi (ფსიქოლოგი), astronomi (ასტრონომი)...; ინგლისურენოვანი ნიკონიმი (მაგ.: best-bloger საუკეთესო ბლოგერი), crazy-reporter გიჟი რეპორტიორი...; ბ) გატაცება (ჰობი), უპირატესობები: Gurman (instagram), best-bloger); გ) ადამიანის სოციალური როლი: დაოჯახებული - married to (facebook), აქტიური დედა - active mother...; დ) წარმომავლობა, დაბადების ადგილი: nenia (ნენია), qeda (ქედა); khulo (ხულო); Kvashta (კვაშტა)...
- ტექნიკური ფუნქციის მატარებელი: 111; 123 ...USER. მოცემული მაგალითები შედგება ციფრების მარტივი ნაკრებისგან (111, 123), სიმბოლოებისაგან (qwerty - ინგლისური ალფავიტის პირველი 6 ზედა ასოთა რიგის სიმბოლო), აგრეთვე შეიძლება იყოს სემანტიკურად დაცლილი (user – ინგლისურიდან, მომხმარებელი) ვირტუალური რეალობის პირობებში.
მოცემული მოვლენა შეიძლება აიხსნას იმით, რომ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია საკომუნიკაციო სფეროში ყოფნის ფაქტი და არა საკუთარი სახელი, რომელიც დუბლირდება ავტომატურად ჩანაწერის რეგისტრაციისას, ამიტომ ასეთი სახის ნიკონიმები ასრულებენ ზედმიწევნით ტექნიკურ ფუნქციას.
საკვანძო სიტყვები: საკუთარი სახელები, ნიკონიმები, ანთროპონიმები, სახელური წარმოება, ინტერნეტკომუნიკაცია.





