კომპიუტერული ლინგვისტიკის ტენდენციები დისკურსის თანამიმდევრობის კვლევისას

  • Tinatin Mshvidobadze ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. #53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0003-3721-9252

Resumen

დღეისათვის ქსელური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების შედეგად მონაცემებზე ორიენტირებული მეთოდები ფართოდ გამოიყენება ბუნებრივი ენის დამუშავების პროცესში.

ნაშრომის მიზანია აჩვენოს, რომ შესაბამისი ალგორითმებისა და მეთოდოლოგიების გამოყენებით გამოთვლითი ლინგვისტიკის მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ენის დამუშავების სხვადასხვა გამოწვევებს და განუწყვეტლივ მიიღონ ინოვაციური გადაწყვეტილებები ადამიანური ენების შემეცნების გასაუმჯობესებლად.

ნაშრომში ნაჩვენებია გამოთვლითი ლინგვისტიკის სფეროს განვითარება, თეორიული და გამოყენებითი კომპონენტები, მისი კავშირი ბუნებრივი ენის გაგებასთან. განხილულია ზოგიერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი აპლიკაციები, სწავლებისა და სწავლის პროცესში  მათ წინაშე არსებული პრობლემების მითითებით.

გამოთვლითი ლინგვისტიკის პერსპექტივიდან ბუნებრივი ენის დამუშავება ეხება მეტყველებასა და სემანტიკასთან დაკავშირებულ კომპიუტერების გამოყენების პროცესს. ერთის მხრივ, ალბათობის თეორია, მეორეს მხრივ, ქსელური ტექნოლოგიები ხელს უწყობს ბუნებრივი ენის სწრაფ განვითარებას.

ნაშრომში წარმოდგენილია „მოვლენათა ჯაჭვის“ კონცეფცია. მოვლენათა ჯაჭვი აუცილებელი პირობაა დისკურსის თანამიმდევრობისა და ნაწილობრივი დამოკიდებულების ანალიზისათვის.

მოვლენათა ჯაჭვზე დაყრდნობით, ნაშრომი გვთავაზობს ტექსტის სემანტიკური სტრუქტურის წარმოდგენის მოდელს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია სემანტიკური ანალიზისათვის ტექსტის თანამიმდევრული რესურსების გამოყენება.

კომპიუტერზე დაფუძნებული მოვლენის ამოცნობის სირთულის შესამსუბუქებლად და ტექსტის თანამიმდევრობის გამოთვლისას არსებული დაბრკოლებების შესამცირებლად ნაშრომში წარმოდგენილია ხელით ამოცნობის მეთოდი.

ნაჩვენებია დისკურსის თანამიმდევრობის კვლევა გამოთვლითი ლინგვისტიკის პერსპექტივიდან.

 

საკვანძო სიტყვები: კომპიუტერული ლინგვისტიკა, ლექსიკური ჯაჭვი, მოვლენათა ჯაჭვი, დისკურსი.

Publicado
2024-07-05
Sección
სამეცნიერო სტატიები - ენათმეცნიერების სექცია