ქართული გრაფიკით შესრულებული თურქულენოვანი სახარება (მოკლე ანალიზი)

  • MAİA MESKHİDZE ფილოლოგიის დოქტორი ყარსის კავკასიის უნივერსიტეტი, ყარსი, თურქეთი http://orcid.org/0000-0002-9235-6623
Palabras clave: ანბანი, გრამატიკა, ქართული, სახარება, ტრანსკრიპცია

Resumen

თითოეულ დამწერლობაში დაცულია ენის კულტურული სიმდიდრე, რომელიც მომავალ თაობებს გადაეცემა. დამწერლობის საშუალებით ადამიანები მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს ჩანაწერების სახით გადასცემენ მომავალ თაობებს. საკუთარი ისტორიის მანძილზე თურქები იყენებდნენ კირილიცას, რუნიკულ, უიგურულ, არაბულ, ლათინურ, ებრაულ, ბერძნულ, სომხურ, ქართულ დამწერლობებს.

ცნობილია, რომ ბიბლია ნათარგმნია მსოფლიოს მრავალ ენაზე. არსებობს თურქულ ენაზე თარგმნილი ბიბლიის რამდენიმე ვარიანტი. მათ შორის, ბერძნული გრაფიკით თურქულ ენაზე შესრულებული სახარება. აქვე აღსანიშნავია, ქართული გრაფიკით თურქულად შესრულებული სახარება, რომელიც თურქეთში ბევრისთვის არ არის ცნობილი.

ზოგადად, ანბანი 25-31 სიმბოლოსგან შედგება. ანბანი ქმნის წერის სისტემებს. ქართული ანბანი ერთ-ერთია მსოფლიოში არსებულ 14 დამწერლობას შორის, რომელიც დღეს გამოიყენება.

დღეისათვის ქართული გრაფიკით შესრულებული თურქულენოვანი სახარების ორი ხელნაწერი არსებობს. ჩვენს მიერ შესწავლილი ხელნაწერი შესრულებულია მხედრული ანბანით. იგი თბილისში, საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული (კატალოგი: 401).

ჩვენს ხელთ არსებული შედგება ოთხი ნაწილისგან. გვერდების რაოდენობა უდრის 367-ს. ხელნაწერი 1881 წელს ორიგინალიდან მღვდელს, ვინმე ალექსი ბაქრაძეს გადაუწერია.

წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია ჩვენს მიერ შესწავლილი ტექსტის მოკლე ფონეტიკური და მორფოლოგიურ-სტრუქტურული ანალიზი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტრანსკრიპციის მეთოდი, როგორც აპრობირებული ხერხი, ენის ისტორიის შესასწავლად გამოიყენება.  იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქული ენის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ზემოაღნიშნული ხელნაწერების შედარებას ენათა ფონეტიკის თვალსაზრისით.

Publicado
2020-12-15
Sección
სამეცნიერო სტატიები - ენათმეცნიერების სექცია