ინფინიტიური კონსტრუქციები ერთი გელათური ხელნაწერის ენაში (K14)

  • David Iobidze ფილოლოგიის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, თამარ მეფის ქ., №59, 4600, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-4758-1258

Resumen

ძველ ქართულში აქტიურად გამოიყენება ფორმა, რომელიც იწარმოება მასდარის ვითარებითი ბრუნვის ფორმისაგან. ასეთ ფორმას ინფინიტივს უწოდებენ. იგი განსხვავდება მასდარისაგან და ზმნის თვისებებს ავლენს. ინფინიტივის ფორმა მასდარისაგან განსხვავდება მორფოლოგიური და სინტაქსური თვალსაზრისით, კერძოდ, იგი არ იბრუნვის და წინადადებაში ქმნის ზმნისებურ კონსტრუქციებს. ინფინიტიური კონსტრუქციები მხოლოდ ძველ ქართულ ენას ახასიათებს. აღსანიშნავია, რომ ესაა ერთ-ერთი ისეთი მოვლენა, რომელიც ძველი ქართულის გრამატიკულ სისტემას ახალი ქართულისგან განასხვავებს.

სტატიაში განხილულია ინდოევროპული ენებისათვის  (ასევე − სემიტურის, როგორიცაა კლასიკური სირიული) დამახასიათებელი ინფინიტივის შესატყვისი ვითარებითბრუნვიანი მასდარის მიერ შექმნილი კონსტრუქციები და, ასევე, წინადადებაში მისი ფუნქციები.

მსჯელობა ემყარება ქუთაისის სახელმწიფო ეთნოგრაფიულ მუზემში დაცული ერთი გელათური ხელნაწერის (XII ს.) ენობრივ მონაცემებს. აღნიშნული ხელნაწერი შეიცავს წმინდა მაქსიმე აღმსარებლის შრომათა ქართულ თარგმანებს. მასში განთავსებულია მაქსიმე აღმსარებლის 24 თხზულება, რომელთაგან ორი ეგზეგეტიკური ნაშრომია, ერთი − „პიროსის მიმართ სიტყვისგება“, 10 − დოგმატურ-პოლემიკური ტრაქტატი და 11 − ეპისტოლე. სტატიაში განხილული ენობრივი მოვლენები აღებულია წმინდა მამის ნაშრომის “Quaestiones ad Thalassioum“ გელათური თარგმანის ტექსტიდან.

 

საკვანძო სიტყვები: გელათური ხელნაწერი (K14), ინფინიტივი, მასდარი (საწყისი ფორმა), სინტაქსური კონსტრუქცია.

Publicado
2023-12-23
Sección
სამეცნიერო სტატიები -ლინგვისტიკის სექცია