ერნესტ ჰემინგუეისეული დიალოგის როლი თხრობაში და XX საუკუნის II ნახევრის ქართული მცირე პროზა

  • Natia Kvachakidze ფილოლოგიის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქუთაისი, საქართველო, http://orcid.org/0009-0009-7126-1009

Resumen

უდავოა, რომ ერნესტ ჰემინგუეის მხატვრულმა სტილმა უპრეცედენტო ზეგავლენა მოახდინა მწერლის თანამედროვე და შემდგომი თაობების პროზაიკოსებზე. საყურადღებოა ისიც, რომ ეს გავლენა მხოლოდ ინგლისურენოვანი ავტორებით არ შემოიფარგლება. ჰემინგუეის შემოქმედებით თავისებურებათა ესა თუ ის დეტალი გარკვეულწილად აისახა XX საუკუნის II ნახევრის ამა თუ იმ ქართველი პროზაიკოსის შემოქმედებაზეც. მოცემული ნაშრომის მიზანია ერნესტ ჰემინგუეის სამწერლო მეთოდის ერთ-ერთი საკვანძო ასპექტის (კერძოდ, ჰემინგუეისეული დიალოგის) განხილვა XX საუკუნის II ნახევრის ქართულ მცირე პროზასთან მიმართებაში, ჰემინგუეისეულ  დიალოგთა საკვანძო თავისებურებების ანალიზი, ასევე, საკვლევი პერიოდის რიგ ქართველ მწერალთა მცირე პროზაში დიალოგის აგების ჰემინგუეისეული მეთოდის შესაძლო გავლენა და ამ მეთოდის შემოქმედებითი გადამუშავება. კვლევის ფარგლებში შესასწავლ ქართველ ავტორებს განეკუთვნებიან გურამ რჩეულიშვილი, რევაზ ინანიშვილი, არჩილ სულაკაური და თამაზ ბიბილური, რომელთა ნოველისტიკაში, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად და საინტერესოდ აისახა დიალოგის აგების ჰემინგუეისეული მეთოდის ესა თუ ის მახასიათებელი.

 

საკვანძო სიტყვები: დიალოგი, მცირე პროზა, ჰემინგუეი, ქართული ლიტერატურა

Publicado
2023-12-18
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია