ანდაზა და სხვა გენეტიკურად მონათესავე გამონათქვამები
Resumen
ეთნოლოგებმა და ანთროპოლოგებმა დიდი ხანია აღიარეს ენისა და კულტურის ურთიერთმიმართება, რომელიც უკვე განიხილება ნებისმიერი ცოცხალი ენის სწავლების წამყვან პუნქტად. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე ანდაზებისა და გამონათქვამების შესწავლა, რომლებიც წარმოადგენენ ხალხის „სიბრძნეს“ და უცხო კულტურას, მოითხოვს არა მხოლოდ მის ენობრივ სივრცეში შეღწევას, არამედ მის კულტურაშიც. ანდაზების წარმოშობის ისტორიაში არც თუ იშვიათია, როცა ანდაზა სხვა რომელიმე ფოლკლორული ჟანრიდან წარმოიქმნა (ნოველა, ლეგენდა, ისტორიული ამბავი, არაკი, იგავი და სხვა). ანდაზებში ხშირად არის შერეული სხვადასხვა გამონათქვამები: აფორიზმები, სენტენცია და სხვა.
არსებობს აგრეთვე ლიტერატურული ანდაზები. მწერლის მოსწრებულად, გონებახვილურად ნათქვამ, გადატანითი აზრის შემცველ თქმას შეიძლება მიეცეს ზოგადი აზრი, აღიჭურვოს კონტექსტისაგან დამოუკიდებლად არსებობის უნარით, ხალხში გავიდეს და ანდაზად იქცეს. ლიტერატურული ანდაზები ხალხში გასული ან ხალხისგან აღებული და თავისებურად გადამუშავებული, ისევ ხალხში დაბრუნებულ ანდაზებად ,იქცევა. კვლევის მიზანიც ანდაზის გენეზის საკითხი და მის მონათესავე გამონათქვამების კვლევა და განხილვაა.
საკვანძო სიტყვები: ანდაზა, გამონათქვამი, სიტყვის მასალა, პარემია, ფოლკლორი





