რენესანსის რეცეფცია ქართულ ლიტერატურაში (რევაზ სირაძე „ქართული რენესანსული კულტურის პრობლემისათვის“)
Resumen
ნაშრომში განხილულია საკითხი, თუ როგორ განმარტავს რენესანსის რეცეფციას ქართულ ლიტერატურაში მეცნიერი-რევაზ სირაძე, რამეთუ რენესანსის გაგება ქართულ ლიტერატურაში (და არა მარტო ქართულ ლიტერატურაში), ხშირად გაიგივებულია დაცემულის აღდგენა-აღორძინებად. სიტყვა - Recepto სხვა ქვეყანაში და ეპოქაში აღმოცენებული სოციალურ - კულტურული ფორმების მოცემული საზოგადოების (ამ შემთხვევაში - ქართული) მიერ გადმოღება და საკუთარ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაა.
ამ მოსაზრების დასაზუსტებლად, რენესანსის და რეცეფციის განმარტება მოვიძიეთ უცხო სიტყვათა ლექსიკონებში და ლიტერატურის თეორიის სახელმძღვანელოებში.
საკვანძო სიტყვები: რენესანსი, რეცეფცია, მეცნიერი, შუა საუკუნეები, ქართული ლიტერატურა, ანტიკური. ჰუმანიზმი.





