სამეტყველო აგრესია და მისი მთარგმნელობითი ასპექტები

  • Kakha Tavdgiridze ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქუჩა 35/32, 6010, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-2648-9794

Resumen

წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია სამეტყველო აგრესიის გამოხატვის გზებისა და მთარგმნელობითი ასპექტების კვლევის პრობლემები. საკითხი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ჩვენ ირგვლივ ხშირია შემთხვევები, როცა ვაწყდებით  აგრესიის გამომხატველ მეტყველებას, განსაკუთრებით კი იგი თავს იჩენს სოციალურ და პოლიტიკურ დისკურსებში.  

სტატიაში საუბარია სამეტყველო აგრესიის არსსა და მნიშვნელობაზე; მოცემულია მეცნიერთა მოსაზრება აღნიშნული პრობლემის შესახებ; განსაზღვრულია ტერმინ „სამეტყველო (ვერბალური) აგრესიის“ ადგილი სხვადასხვა მეცნიერებაში; თავად „სამეტყველო აგრესია“ კი განხილულია როგორც ინტერდისციპლინური მოვლენა.

ნაშრომში ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით განხილული და გაანალიზებულია, ასევე, ამ ენობრივი მოვლენის მთარგმნელობითი ასპექტები; მიმოხილულია ხერხები, რომელთაც მიმართავს მთარგმნელი წყარო ენიდან სამიზნე ენაზე ინფორმაციის გადატანისას.

დასკვნით ნაწილში კი კვლევის შედეგებია თავმოყრილი.

საკვანძო სიტყვები: სამეტყველო აგრესია,

Publicado
2023-06-13
Sección
სამეცნიერო სტატიები - თარგმანმცოდნეობა