ბორის პასტერნაკის ცხოვრებისეული და შემოქმედებითი კავშირების დამყარება ქართველებთან
(მიმოწერის მიხედვით)
Resumen
ბორის პასტერნაკის ქართველ ადრესატებთან მიწერილი წერილები მნიშვნელოვანი საკვლევი მასალაა, რომელიც ნათელ წარმოდგენას გვიქმნის თარგმანის პროცესზე, მწერლის შეხედულებებსა და მოსაზრებებზე თავისი ეპოქის შესახებ. აქ წარმოდგენილი კვლევა ეფუძნება ბორის პასტერნაკის ეპისტოლარული მემკვიდრეობის იმ ნაწილს, რომელთა ადრესატებიც ქართველი მეგობრები არიან.
ბორის პასტერნაკის პირადი წერილები ყოველთვის იწვევდა მკვლევართა ინტერესს და დღესაც აქ კარგავს აქტუალობას.
ამ სტატიის მთავარი მიზანია, გამოკვეთოს საქართველოს, თბილისისა და ქართული საზოგადოების როლი ბორის პასტერნაკის შემოქმედებასა და ცხოვრებაში, ქართველ ადრესატებთან მიმოწერილი წერილების საფუძველზე. საქართველოში ჩამოსვლამდე იცნობდა პასტერნაკი ჩვენს ქვეყანას, ხოლო ქართული საზოგადოება - პასტერნაკს. 1931 წლის ზაფხულში პოეტის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი შემოქმედებითი კავშირები, რასაც წინ უძღოდა მეგობრობა და პირადი ურთიერთობა. როგორც თავად პასტერნაკი აღნიშნავს, ჯერ „წყარო“ შეიყვარა და ამას მოჰყვა ქართული პოეზიის უსიტყვოდ გაგება და მის თარგმანებზე მრავალწლიანი მუშაობა.
საკვანძო სიტყვები: ბორის პასტერნაკი, ქართველი ადრესატები, პასტერნაკის ადრესატები, პასტერნაკის წერილები, ეპისტოლური მემკვიდრეობა, ქართველი პოეტები, ტიციან ტაბიძე, ნინო ტაბიძე, პაოლო იაშვილი.





