კულტურათაშორისი კონფრონტაციის გამოძახილი ქართველი რომანტიკოსების შემოქმედებაში

  • Guram Bakhtadze ბათუმის შოთა რუსთავლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბათუმი, 35/32 ნინოშვილი/რუსთაველის ქ., 6010, საქართველო, http://orcid.org/0000-0003-0643-3520
Palabras clave: კულტურთაშორისი კონფრონტაცია; პოლიტიკურ–კულტურული დისკურსი; ეროვნული იდენტობა; ქართული რომანტიზმის აღმოცენება; ლიტერატურული დიალოგი; კულტურული კომუნიკაცია; ინტერტექსტი.

Resumen

ქართველი რომანტიკოსების ლიტერატურული მემკვიდრეობა მრავალმხრივაა საინტერესო, თუმცა ეს უნიკალური პროდუქცია სათანადოდ ვერ იქნა შესწავლილი. ობიექტურ კვლევების განხორციელებას ხელს უშლიდა გარკვეული კონიუნქტურული დისკურსები, როგორც მე–19, ასევე მე–20 საუკუნის კრიტიკა განიცდიდა ამ გავლენებს. რომანტიკოსები, სხვა თემებთან ერთად, გამოხტავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ, სადაც აშკარაა კულტურათაშორისი კონფრონტაცია. თუმცა სალიერატურო კრიტიკას ამაზე სათანადო ყურადღებ არ გაუმახვილებია დღემდე. ამდენად რომანტიკული პოეზიის  კვლევა, ამ თვალსაზრისითაც, აქტუალურ საკითხთა შორის რჩება.

უცხო კულტურასთან ადაპტაციის პროცესი საკმაოდ რთულად დაიწყო. წინამდებარე სტატიის მიზანია: აჩვენოს რამდენად აისახა ახალ რეალობასთან, ახალ კულტურასთან შეგუების კონცეპტები ქართველი რომანტიკოსების  შემოქმედებაში? ნაშრომში საკვლევ მასალად აღებულია: ალექსანდრე ჭავჭავაძის „საქართვეოს მოკლე ისტორიული ნარკვევი 1801–დან 1831 წლამდე“, მისივე „ისმინეთ მსმენო“, გრიგოლ ორბლიანის „იარალის“, „ჰე ივერიავ“, „მისი სახელი კიცხვითა“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“.

ამ კონკრეტული ნაწარმოებების ლიტერატურული ანალიზის საფუძველზე მკაფიოდ იკვეთება რუსული კულტურულ–მენტალური ხასიათის მიმართ გამოვლენილი პროტესტი და შეუთავსებლობა. აღნიშნული დებულებები გადადის კვლევის ძირითადი შედეგებში, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის ფაქტმა თვისობრივად შეცვალა ქართული მწერლობაც. ამის უტყუარი დასტურია  რომანტიზმის აღმოცენება. რომანტიკოსთა შემოქმედებაში მკაფიოდ აისახა საზოადოების განწყობა. სხვა თემების პარალელურად, მათ შემოქმედებაში გამოძახილს პოულობს კულტურათაშორისი ბარიერების თემა. ნაშრომი მოკრძალებულ წვლილს შეიტანს ქართველი რომანტიკოსების ლიტერატურული მემკვიდრეობის სრულყოფილად შესწავლის  საქმეში. ასევე გარკვეულ დახმარებას გაუწევს კულტურათაშორისი საკითხებით დაინტერესებულ პირთ.  

 საკვანძო სიტყვები: კულტურთაშორისი კონფრონტაცია; პოლიტიკურ–კულტურული დისკურსი; ეროვნული იდენტობა; ქართული რომანტიზმის აღმოცენება; ლიტერატურული დიალოგი; კულტურული კომუნიკაცია; ინტერტექსტი.

Publicado
2022-12-17
Sección
სამეცნიერო სტატიები - ქართული ლიტერატურა