კონცეპტი „სამშობლო“ ისტორიულ–კულტურული მარკერი თურქეთელ ქართველებში
Resumen
საენათმეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ კულტურა შეიძლება განისაზღვროს მეხსიერებით. ადამიანები იმ კულტურას აკუთვნებენ თავს, რომელთანაც ისინი დაკავშრებული არიან წარმოშობით, საცხოვრებელი ადგილით, აღზრდთ, ტრადიციით და ენით. კონცეპტი, რომელიც ლინგვოკულტუროლოგიის კვლევის საგანია მოიცავს ლექსემებს, რომელთა მნიშვნელობაც განპირობებულია ეროვნულ-ენობრივი ცნობიერებით და ახდენენ ენის მატარებლის სამყაროს სურათის ფორმირებას. ნაშრომში განხილულია მე-19 საუკუნის 80–იან წლებში საქართველოდან თურქეთში იძულებით გადასახლებული ქართველების მეტყველებაში კონცეპტ „სამშობლოს“ გამომხატველი ლექსიკური ერთეულეი, რომელთა განზოგადების საშუალებითაც, ერთგვარად შესაძლებელი ხდება თურქეთელი ქართველების ეთნო-კულტურული იდენტიფიცირება ემოციურ დონეზე.
ნაშრომში გამოყენებულია როგორც ჩვენ მიერ, სხვადასხვა დროს ქალაქ ინეგოლსა და მის გარშემო თურქეთელი ქართველებით დასახლებულ სოფლებში საველე მივლინებების დროს შეგროვილი მასალა, ისე მაგალითები სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურიდან.
კვლევისას გამოიკვეთა, რომ თურქეთელი ქართველები კონცეპტ “სამშობლოს“ გამოსახატავად იყენებენ მხოლოდ ორ, არაბული წარმოშობის ლექსემას „Memleket“ (მემლექეთ) და „Vatan“-ს (ვათან). რომლითაც განასხვავებენ გენეტეკურ/ისტორიულ და მეორე/“შეძენილ“ სამშობლოს.
გენეტეკურ/ისტორიულ სამშობლოს- საქართველოს მოიხსენიებენ ლექსემა Memleket“ (მემლექეთით), ხოლო მეორე/“შეძენილ“ სამშობლოს - თურქეთს „Vatan“ (ვათანით). ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ ლექსემების შერჩევას საფუძვლად უდევს უპირველეს ყოვლისა ადამიანური კონტექსტი და შემდგომ სიტყვის ეტიმოლოგია. მიზეზი, თვით სიტყვების ემოციური აღქმის მაღალ ხარისხშია.
საკვანძო სიტყვები: თურქეთელი ქართველები, კონცეპტი “სამშობლო“, მუჰაჯირობა, ისტორიული მეხსიერება, ლექსემები: Memleket, Vatan.





