ემფატიკური მარკერები კონტრასტულ ჭრილში

  • Kristine Tchokhonelidze ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. #13, საფოსტო ინდექსი:6400, საქართველო
Palabras clave: ემფატიკური მარკერები, პრაგმატიკული მარკერები, კონტრასტული ანალიზი, პოლიტიკური ინტერვიუ, საანალიზო კორპუსი.

Resumen

ნაშრომი იკვლევს ემფატიკური მარკერების ფუნქციობას ინგლისურ და ქართულ პოლიტიკურ მედიადისკურსში კონტრასტული ანალიზის საშუალებით. ემფატიკური მარკერები კომენტარის პრაგმატული მარკერების ქვეკლასია. კომენტარის პრაგმატიკული მარკერები კი ისეთი ენობრივი ერთეულებია, რომლებსაც აქვთ როგორც რეპრეზენტაციული მნიშვნელობა, რომელიც მთლიან შეტყობინებას განსაზღვრავს, ისე პროცედურული, როგორც კომენტარი ძირითადი შეტყობინების რომელიმე ასპექტზე. იმის მიხედვით, თუ ძირითადი შეტყობინების რომელ ასპექტზე კეთდება კომენტარი, კომენტარის პრაგმატიკული მარკერების კლასში შემდეგი ექვსი ქვეკლასი შეიძლება გამოიყოს: შეფასების, საუბრის მანერის, სიცხადის, გაგონილის გადმოცემის, სათქმელის შერბილების, ემფატიკური.

პრაგმატული მარკერები გამოხატავს ილოკუციურ ძალას, მათ თითქმის ყველა ენაში ვხვდებით. მაგრამ სხვადასხვა ენაში შეიძლება გამოვლინდეს გარკვეული მსგავსება ან განსხვავება მათი ფუნქციობის თავისებურებებში. ასევე შეიძლება არსებობდეს განსხვავებები მათ გამოყენებაში პრაგმატულ დონეზე. ასეთი სხვადასხვაობა დამოკიდებულია მოცემულ ენაზე მოლაპარაკე ერის ლინგვოკულტურულ და თავად ენის თავისებურებებზე,

ემპირიულ მასალად შეიქმნა საანალიზო კორპუსი, რომელიც შედგება ინგლისური და ქართული ბეჭდვითი და ინტერნეტ მედიიდან პოლიტიკურ თემაზე აღებული ინტერვიუებისგან (სულ 47 ინტერვიუ). ნაშრომის მიზნებიდან გამომდინარე, კორპუსის თითოეულ სეგმენტში გამოვლინდა 1000-1000 პრაგმატული მარკერი. ინგლისური და ქართული პოლიტიკური ინტერვიუების ტექსტების დეტალური ანალიზით გამოვლინდა ილოკუციური ძალის გამომხატველი ინდიკატორებით, კერძოდ ემფატიკური მარკერებით გამოხატული ილოკუცია გააძლიერონ და ხაზი გაუსვან პროპოზიციის იმ ასპექტს, რომელზეც მეტყველ სუბიექტს სურს ყურადღების გამახვილება.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ მედიადისკურსში პრაგმატული მარკერების ფუნქციობაზე დიდ გავლენას ახდენს მოცემულ ენაზე მოლაპარაკე სუბიექტთა ლინგვოკულტურული ხასიათი, კვლევა ცხადყოფს, რომ საანალიზო ენებს შორის არის გარკვეული მსგავსება: ემფატიკური მარკერები უმცირესი სხვაობით მისი პარალელური ინგლისურენოვანი კორპუსისაგან, ქართულში მეტი დაიძებნა, თუმცა, ასეთი მარკერები კომენტარის პრაგმატიკული მარკერების ორივე საანალიზო კორპუსის საშუალოდ 11% შეადგენს და დიდი რაოდენობით წარმოდგენილი არც ერთ მათგანში არ გახლავთ. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ არც ქართულენოვანი და არც ინგლისურენოვანი რესპონდენტი ავლენს ტენდენციას პოლიტიკურ ინტერვიუში ხშირად გაუსვას ხაზი ძირითადი შეტყობინების რომელიმე ასპექტს.

Publicado
2021-12-11
Sección
სამეცნიერო სტატიები -ლინგვისტიკის სექცია