ყაზახებში პატარძლის სახლში მიყვანის შემდგომი წეს-ჩვეულებები

Palabras clave: ყაზახი, ტრადიცია, ბეტაშარი, პატარძალი, საქმრო.

Resumen

ერის თვითმყოფადობა სხვა მრავალ საკითხთან ერთად, დამოკიდებულია საკუთარი კულტურისადმი ერთგულებაზე, ასევე კულტურული სიმდიდრის შენარჩუნების ხანგრძლივობაზე. ყაზახები იცავენ საკუთარ კულტურას, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, რწმენას, სამზარეულოს და სამოსელის ფორმას, გადასცემენ თაობებს და აგრძელებენ საკუთარ არსებობას.

ყაზახები არ ივიწყებენ საკუთარ წინაპრებს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მათი სახელების ცოდნას და ამ მხრივაც გამოირჩევიან. ყაზახები, მომავალ თაობებს საკუთარ გენეალოგიას ადრეული ასაკიდან აცნობენ, რაც ოჯახის ერთ-ერთ მთავარ მოვალეობად ითვლება. მისი უცოდინრიბა განიხილება, როგორც „ობოლთა თვისება, რომელიც არ იცნობს თავის შვიდ წინაპარს“. ასევე, ყაზახებში მიზანშეწონილად არ ითვლება შვიდი თაობის ნათესავთა შორის ქორწინება. ამას გარდა, შვიდი თაობის ნათესავები ერთმანეთთან ძალიან ახლო დამოკიდებულებაში არიან. ყაზახური ოჯახი მტკიცეა. ყაზახები ადრეული ასაკიდან სწავლობენ ოჯახური სიწმინდის წესებს და უკვე შემდეგ, ოჯახური კავშირი აძლიერებს ზოგადად ადამიანებს შორის ურთიერთობებს მთელი ცხოვრების მანძილზე.

Publicado
2021-12-11
Sección
სამეცნიერო სტატიები - კულტუროლოგიის სექცია