ლიტერატურული და კულტურული ცხოვრების ზოგიერთი ფრაგმენტი ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე

(XIX საუკუნესა და XX საუკუნის პირველ ათწლეულებში)

  • Aleksandre Mgebrishvili ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., №53, 1400 http://orcid.org/0000-0002-4275-2417
Palabras clave: ლიტერატურა, კულტურა, ცხინვალი, ოკუპაცია, საქართველო, მწერლობა, ეპოქა, შემოქმედება.

Resumen

ჩვენს ხელთ არსებული მასალების მიხედვით, მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულებში ცხინვალის რეგიონიდან ჩვენი ქვეყნის ლიტერატურული და კულტურული მშენებლობის მი­მარ­თულებით იღწვის არაერთი საინტერესო, გამორ­ჩეული მოღვაწე, რომელთაც უდიდესი ღვაწლი დასდეს ქართული ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრების ისტორიას.

ამ ადამიანთა შორის, უპირველეს ყოვლისა, უდავოდ გამო­რ­ჩეული ადგილი უკავია ბესარიონ ფავლენი­შვილს.

მწერლობისადმი სიყვარული და მამულიშვი­ლური მოღვაწეობა საერთოდ დამახასიათებელია ერედ­ველი ფავლენიშვილებისთვის. თავად მიხ. ფავლენი­შვილს უთარგმნია შექსპირის „ჰამლეტი“, პუშკინის „საოცარი სიზმარი“, ლერმონტოვის „ანგელოზი“, „ანდე­რძი“ და ა.შ. თარგმანები გარკვეული პერიოდულობით იბეჭდებოდა ჟურნალ „ცისკარში“. ავტორი გახლდათ ორიგინალური ლექსებისა: „ჩვილი“, „სიზ­მარი“, „უხილავი ძალები“ და სხვ.

გიორგი და ნიკოლოზ ფავლენიშვილები აქტიურად თანამშ­რომ­ლობდნენ გაზ. „დროებაში“.

ცხინვალის რეგიონში, XIX საუკუნის და XX საუკუნის დამდეგის შემოქმედებითი, ინტელექტუ­ალუ­რი ძალების შესახებ საუბრისას, ვფიქრობთ, საინტერესო იქნებოდა ცხინვალის მკვიდრის - გრიგოლ ხერხეუ­ლიძის სახელის ხსენება, რომელმაც მცირე ხნით გაიელვა შემოქმედებით ასპარეზზე. ტრაგიკული შემთხვევის გამო რეგიონმა ნაად­რევად დაკარგა უაღრესად საინტერესო, ორიგინალური ხმის მქონე ლიტერატორი და მოღვაწე.

ჩვენს ხელთ არსებული მასალების მიხედვით, აღე­ბულ პერიოდში ცხინვალის რეგიონიდან ჩვენი ქვეყნის ლიტერატურული და კულტურული მშენებლობის მი­მარ­თულებით იღწვის არაერთი საინტერესო, გამორ­ჩეული მოღვაწე, რომელთაც უდიდესი ღვაწლი დასდეს ქართული ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრების ისტორიას და თვალსაჩინოდ გავლებული კვალი დაუ­ტო­ვეს შთამომავლობას და ამ პირთა ჩამონათვალი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. ვგულისხმობთ იმ პერიოდის მრავალრიცხოვან პერიოდულ პრესაში გაბნეულ მხატ­ვრულ თუ პუბლიცისტურ ტექსტებს, რომელთა გაცნობა დღევანდელი აუდიტორიისთვის კვლავაც საინტერესოა. ეს მასალები დღემდე, როგორღაც, საზოგადოების ყურადღების მიღმაა დარჩენილი. მათი, კიდევ ერთხელ, წინა პლანზე წამოწევა ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, ცხინვალის რეგიონის მკვიდრი შემოქ­მედებითი ინტელიგენციის ლიტერატურული მემკვიდ­რე­ობის პოპულარიზაციას, ხოლო, მეორე მხრივ, უკვე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებად ქცეული ერთი ნაწილის კულტურის, ლიტერატურული ურთი­ერთობების და ზოგადად ისტორიის საფუძვლიანად, სწორი ორიენტირებით, შესწავლის მნიშვნელოვან საქ­მეს.

Publicado
2021-12-06
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია