ესტონელი სკოლის მასწავლებელი თბილისში. ჯოზეფ რობერტ რეზოლდი: მისი „წერილები კავკასიიდან“ და წვლილი კავკასიის ესტონური კოლონიზაციის პროცესში

  • Aivar Jürgenson უფროსი მკვლევარი ტალინის უნივერსიტეტში, ნარვას ქ. #25, საფოსტო ინდექსი:10120, ესტონეთი http://orcid.org/0000-0002-1551-3218
Palabras clave: მიგრაცია, თბილისი, ესტონური ჩასახლებები, აფხაზეთი.

Resumen

1880-იან წლებში ესტონელი გლეხების მიერ მოხდა ორი ჩასახლების დაარსება, ლინდა, რომელიც მოგვიანებით ზედა და ქვედა ლინდად დაიყო და მეორე, სოხუმის ესტონური უბანი. ამ ჩასახლებების პირველი მკვიდრები იყვნენ, ეთნიკური ესტონელები სამარის გუბერნიიდან, რომელთაც მოგვიანებით სხვა ახლად ჩამოსახლებულები შეუერთდნენ ესტონეთიდან. 1886 წელს სოხუმის ესტონურ უბანში 637 ადამიანი სახლობდა. ესტონელების სოხუმის უბანში ჩამოსახლება განაპირობა ჯოზეფ რეზოლდის სტატიებმა, რომელიც განხდათ მასწავლებელი ქ თბილისში და ხშირად იბეჭდებოდა ესტონურ გაზეთებში. წინამდებარე სტატია აანალიზებს რეზოლდის საქმიანობას საქართველოში და მის პუბლიკაციებს, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე ესტონეთში, რის შედეგადაც მას წარმოეშვა კონფლიქტი რამდენიმე რედაქციასთან ესტონეთში. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ, რეზოლდს, რომელიც, უნებლიედ გახდა ესტონეთში მიგრაციული პროცესების დაწყების მიზეზი, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ სამშობლოში, რადგან მისი პუბლიკაციები ეწინააღმდეგებოდა ესტონეთის ეროვნულ იდეოლოგიას.

Publicado
2021-12-11
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურული ურთიერთობები