„საზეო მიჯნურობის“ თემა და „მარადქალურობის“ იდეა გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში

  • Amiran Gomarteli ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა. საფოსტო ინდექსი: 0179 http://orcid.org/0000-0001-6839-7647
Palabras clave: გალაკტიონ ტაბიძე, მერი, ქართული პოეზია, სიყვარული პარადიგმა.

Resumen

მიწიერი სიყვარული ყოველგვარი სიყვარულის პარადიგმაა. ამიტომ მიმართავენ პოეტები „საზეო მიჯნურობის“ გამოსახვისას მიწიერი სიყვარულის ანალოგიას. ქრისტიანობისათვის ყოვლისმომცველი სიყვარულის იდეა სამყაროსა და ადამიანური ყოფიერების საფუძველია. „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“, - იტყვის გალაკტიონ ტაბიძე.

მაცხოვრისა თუ ღვთისმშობლის ტრფიალება პირველსაწყისთან მიმაახლებელი გრძნობაა („სიყვარული აგვამაღლებს“). ღვთაებრივ სიყვარულს „საზეო“ მიჯნურობას უწოდებს  „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი.

გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში მკაფიოდ გამოიყოფა მერის ციკლის ლექსები, რომლებიც არსებითად ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. ეს ლექსები დაშორებულია რეალობას. მათ არაფერი აქვთ საერთო ჩვეულებრივ სამიჯნურო პოეზიასთან. მიღმიურისკენ მიდრეკილი პოეტის მზერა და გულისთქმა „საღვთო ტრფიალებითაა“ აღვსილი. აკაკი ბაქრაძეს ჩაუწერია უბის წიგნაკში: „რაც ზეციური ასპექტით იკითხება გალაკტიონთან, ის პეტერ ალტენბერგმა ასე გამოთქვა: რაც ზეციურია, იგი ღვთისმშობელს უკავშირდება, რამეთუ ადამიანი ოდენ მიწიერი ცხოვრებით არ ცხოვრობს“.

Publicado
2021-12-06
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია