ინფინიტივის ფუნქციურ-სემანტიკური და სინტაქსური მახასიათებლები ინგლისურ ენაში
Resumen
ინგლისურ ენაში ინფინიტივი, გერუნდივი და მიმღეობა წარმოადგენენ ზმნის უპირო (Non-finite-არაფინიტურ) ფორმებს გამომდინარე მათი სემანტიკური, მორფოლოგიური და სინტაქსური მახასიათებლებიდან. ენაში ამ ფორმების განვითარების მთელი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ზოგადად ზმნასთან.ზმნის პირიანი (finite-ფინიტური) ფორმებისაგან განსხვავებით უპირო ფორმები გამოხატავენ ამა-თუ იმ მოქმედებას პირისა და რიცხვის მითითების გარეშე. აქედან გამომდინარე, წინადადებაში ისინი გვხვდებიან სხვადასხვა სინტაქსურ ფუნქციებში (ქვემდებარე, დამატება, გარემოება, განსაზღვრება) გარდა შემასმენლისა.
ინგლისურ ენაში ინფინიტივის ისტორიული განვითარება დაკავშირებულია მისი ზმნურ სისტემაში ჩართვის პროცესთან და მისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი სახელადი ნიშნის გაქრობასთან. ამგვარად, ერთი მხრივ, ინფინიტივმა შეიძინა ზმნის ასპექტის, დროისა და გვარის კატეგორიები, მეორე მხრივ კი შუა პერიოდის ინგლისურის დასაწყისისათვის დაკარგა ბრუნვის ფორმა.





