ქართველური არქაიკის არტეფაქტები (ძვ. წ. III ათასწლეული-ძვ. წ. IV საუკუნე)

  • SOSO SIGUA ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი http://orcid.org/0000-0002-1205-1812
Palabras clave: ქართველური, არქაოკა, არტეფაქტი, ქურუმი, პეტროგლიფი, ყორღანი, მიკენური, მესოპოტამიური, ურარტული, ყობანური, კულტურა, მენჰირი, კრომლეხი.

Resumen

კულტურის ცენტრი უძველესი დროიდან იყო ქალაქი, დაცული და შემოზღუდული არე, რომელსაც აგეგმარებდა და აშენებდა არქიტექტორი (ხუროთმოძღვარი) ქურუმ–ბელადის, ქურუმების თუ მეფის იდეის თანახმად.

ქალაქის სტრუქტურა – ქუჩები, ტაძრები, გალავანი, კოშკები, საცხოვრისები გარემოსთან უნდა ყოფილიყო შეფარდებული. ქალაქი შენდებოდა ზღვის (მაგ., ფაზისი), ტბის (მაგ., ტუშფა), მეტწილად კი – მდინარის პირას (მაგ., ქუთაისი და მცხეთა), ციხე–სიმაგრე, ტაძარი და სამსხვერპლო – მთაზე ან ბორცვზე, ზოგან – კლდეში (მაგ., უფლისციხე).

ყველაზე იდეალური იყო თუ ქალაქის ადგილმდებარეობა აერთებდა წყალსა და მთას. ასეთი იყო მცხეთა, რომელიც გაშენდა როგორც რელიგიური და სახელისუფლებო ცენტრი, მთებს შორის, ორი მდინარის – მტკვრისა და არაგვის შესართავთან, აღმოსავლეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით მომავალ გზათა შესაყართან.

როგორც შენიშნავენ, იბერიის მეფეები, ასევე – ტომთა ბელადები იყვნენ მთავარ–ქურუმები. ქურუმთა კასტა ფლობდა ღვთაებრივი და რეალური ცოდნის საიდუმლოს, იგონებდა და განაგებდა რიტუალებს, დღესასწაულებს, წეს–ჩვეულებებს, ცხოვრების ყოველდღიურ ყოფას.

ასე რომ – უძველესი ქართველური ტომების კოსმოლოგია, სამყაროს აღქმა და ხედვა გამოსახულია ენის თხზვითა და ენობრივი ცნობიერებით, საცხოვრისებით, კულტებითა და რიტუალებით, არტეფაქტებით, სამარხებით, რაც ინახავს უცხოურ კულტურებთან კონტაქტის კვალს.

Publicado
2021-06-24
Sección
სამეცნიერო სტატიები - კულტუროლოგიის სექცია