საბჭოთა ცენზურა და გურამ გეგეშიძის მხატვრული პროზა (რომან „ხმა მღაღადებლისას“ და მოთხრობა „ჟამის“ მიხედვით)

  • ANA GOGILASHVILI ფილოლოგიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი http://orcid.org/0000-0003-4327-3917
Palabras clave: ლიტერატურა, გურამ გეგეშიძე, საბჭოთა კავშირი, ცენზურა, ეროვნული სულისკვეთება

Resumen

1921 წლის ტრაგიკულმა მოვლენება საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ტკივილიანი ფურცელი ჩაწერა და არაერთი ავტორის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა. როგორც ილია ჭავჭაძემ განსაზღვრა მწერლის ფუნქცია, გაჭირვებისა და უკიდურესი შევიწროვების ჟამსაც  უნდა აფხიზლებდეს ერსო, სწორედ ეს ტვირთი აიღო საკუთარ თავზე საბჭოთა რეჟიმის დროს არაერთმა ქართველმა მწერალმა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გმირობის ტოლფასი იყო და ზოგიერთ მათგანს სიცოცხლის ფასადაც დაუჯდა.

გურამ გეგეშიძე სწორედ ის მწერალია, რომელსაც ქვეყნის მაჯისცემაზე უდევს ხელი. მისი რომანი „ხმა მღაღადებლისა“(1982) და მოთხრობა „ჟამი“(1884) საქართველოში მიმდინარე ისტორიული პროცესების რამდენიმე მონაკვეთს ასახავს. სტალინის გარდაცვალების შემდგომ, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან 80-იანი წლების ჩათვლით, საბჭოთა რეჟიმის კრიტიკის გამო, მწერლებს სასიკვდილო განაჩენი აღარ ელოდათ, მაგრამ შევიწროვებისა და დაპატიმრების მსხვერპლნი მაინც ხდებოდნენ. მაგალითად შეგვიძლია, დავასახელოთ გურამ დოჩანაშვილისა და ჭაბუა ამირეჯიბის დაპატიმრების ისტორიები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ 1982 წელს, გურამ გეგეშიძის მიერ ანტისაბჭოთა იდეოლოგიით დატვირთული რომან „ხმა მღაღადებლისას“ და 1984 წელს მოთხრობა „ჟამის“ გამოცემა მწერლის მხრიდან დიდ გამბედაობას მოითხოვდა. განსახილველ ნაწარმოებებში ყურადღებამისაქცევია რამდენიმე მნიშვნელოვანი პარადიგმა, მათ შორისაა ეროვნული სულისკვეთების მქონე მამისა და მისი ძის, ყაფლან და ნესტორ ვარდანიძეების კონცეპტი, რომელიც ჩვენს ნაშრომში ეპოქის გამოძახილად მიიჩნევა და გაანალიზებულია საბჭოთა წყობილების დამყარების კონტექსტში.

ასევე, საგულისხმოა  ვარდანიძეების შტოსთან იდეოლოგიურად დაპირისპირებულნი  უნდილაძეების კლანი, რომელიც ღალატისა და უზნეობის სიმბოლოდ წარმოაჩინა ავტორმა.  ეკლესიიდან გამოსული, თეთრით შემოსილი ჯამბაკურ ვარდანიძის მკვლელობა გაბოლშევიკებული ტიტიკო უნდილაძის მიერ კი ბოლშევიკების ხელით ღმერთისა და სიწმინდის მკვლელობის ალეგორიად არის წარმოდგენილი ჩვენს ნაშრომში.

Publicado
2021-06-24
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის ისტორიის სექცია